საზოგადოება
13.01.2022 11:18
საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge აქვეყნებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439, საიდანაც 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 047 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, Stopcov.ge-ს ცნობით, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის - 8.86% ხოლო 7 დღის - 9.91%.

კვირის ამბები