საზოგადოება
13.01.2022 10:01
13 იანვარს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექი, ღრუბლიანობა და დაბალი ტემპერატურა

მეტეოროლოგების ცნობით, 13 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექი წვიმისა და თოვლჭყაპის სახით, ღრუბლიანობა, ქარი და დაბალი ტემპერატურა.

დღის პირველ ნახევარში, 14 საათამდე გორში იწვიმებს, 14 საათიდან კი გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მუნიციპალიტეტის შედარებით მაღალ ზონაში კი - თოვლი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში დღის 3 საათისთვის +3 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი მოსალოდნელია ყინვა -4 გრადუსამდე. მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 10 მ/წ. სიჩქარით.

ღრუბლიანობა და ნალექი წვიმისა და ზოგან თოვლის სახით მოსალოდნელია 14 იანვარსაც დღის პირველ ნახევარში. 14 იანვარს ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და შუადღით მხოლოდ +1 გრადუსს მიაღწევს. 14 იანვარს გაძლიერდება ქარიც 12 მ/წ-მდე.

დაბალი ტემპერატურა და თოვაა ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 15 და 16 იანვარსაც.

კვირის ამბები