საზოგადოება
12.01.2022 12:42
თორტიზის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა

სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „პედიატრია“ და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი, ასევე, ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 470 ლარია. მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 20 იანვრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს.

კვირის ამბები