გორის მერია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებს, ასი ან მეტი წლის ასაკის უხუცესებს და მიუსაფარ მოქალაქეებს ფინანსურად დაეხმარება
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებსა და ასი ან მეტი წლის ასაკის უხუცესებს ფინანსურად დაეხმარება. ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე მოახდენს მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფასაც.
GMnews-ის ინფორმაციით, მერია, ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარებას,
წელიწადში ერთხელ, 1000 ლარის ოდენობით გასცემს.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (ბენეფიციარების) დახმარება კი,
წელიწადში ერთხელ, მოქალაქეების აღნიშნულ კატეგორიაზე 300 ლარის ოდენობის თანხით დახმარებას გულისხმობს. რაც შეეხება მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნულ პირებზე თანხას თვეში ერთხელ, 150 ლარის ოდენობით გასცემს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.