ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 3-დან 9 იანვრის ჩათვლით მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების 15 154 666 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 55%-ით მეტია. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ჯანმო-ს სტატისტიკით, კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID 19-ით გარდაიცვალა 43 461 ადამიანი. ეს მონაცემები, წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, 3%-ითაა გაზრდილი.
WHO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ყველა რეგიონში, გარდა აფრიკისა. ცნობისთვის, წინა შვიდ დღესთან შედარებით, გასულ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 418%-იანი მატება იყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, 122%-იანი მატება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 86%-იანი - აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, 78%-იანი ზრდა ამერიკაში და 31%-იანი ევროპაში.