ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 919 367-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა და პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში 14 311-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 205, საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მართვით სუნთქვაზეა 293 პაციენტი.