რეგიონი
06.12.2019 17:45
საქართველოს ვიცე-პრემიერმა კასპში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლება-კეთილმოწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები ადგილზე შეაფასა.

„კასპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 200 ბავშვზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელის მშენებლობა, ახალგზარდებს უნდა მივცეთ საშუალება, მათი ცხოვრების გზა განავითარონ ახალი პროფესიით, ამავე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს ტექნო პარკს, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის სამინისტროს ტექნო პარკების საერთო ქსელის მიერ შეთავაზებულ პროექტებში. ამავდროულად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენ ვაშენებთ ორ საჯარო სკოლას, თითოეული 60 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი.  ვფიქრობ, ეს პროექტები სოფლების მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და ბავშვებსაც საკუთარ სოფლებშივე, კომფორტულ გარემოში მიეცემათ ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის, ქალაქ კასპში მიმდინარეობს რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ორსართულიან შენობაში განთავსდება სპეციალური სივრცეები ტრენინგებისთვის, ვორკშოფებისა და პრეზენტაციების გასამართად; ამასთან, მოეწყობა სივრცე შემოქმედი ადამიანებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით შექმნას თავისი იდეის ან გამოგონების პროტოტიპი. ასევე, აწარმოოს მცირე რაოდენობის პროდუქცია და დაიწყოს ბიზნესი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

ამ დროისთვის მიმდინარე პროექტრების გარდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კასპში, ახლარეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონიც დაათვალიერეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანასებით, კასპში, ცოტა ხნის წინ დასრულდა 500 ადამიანზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია. ამასთან სპორტსკოლა აღიჭურვა ახალი საშხაპეებით, გასახდელებით, ოთახებში განთავსდა სველი წერტილები; საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟდა ტაბლო და სპორტული განათება, პრეს-ლოჟა და ორი 14 ადგილიანი

გადახურული სათადარიგოთა სკამები; მოეწყო ორი 20 კაციანი გასახდელი უფროსებისთვის, ასევე ორი 18 კაციანი გასახდელი ბავშვებისათვის.

კვირის ამბები