საზოგადოება
12.01.2022 09:51
დღეს გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალიდან 4 დღის განმავლობაში კი ნალექი და დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

სინოპტიკოსების ცნობით, 12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის 15-16 საათისთვის +8 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ხვალიდან კი გორში ამინდის გაუარესებაა ნავარაუდევი და 4 დღის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.

13 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი წვიმის და თოვლჭყაპის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის 15 საათისთვის დაფიქსირდება და მხოლოდ +4 გრადუსს მიაღწევს.

-3 გრადუსი ყინვა და მცირე თოვლია მოსალოდნელი გორში 14 იანვარს. ნალექი მცირე თოვლის სახით და დაბალი ტემპერატურა (1-დან 4 გრადუსამდე ყინვა) შენარჩუნდება 15 და 16 იანვარსაც. 17 იანვარს კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექი და ღრუბლიანობა შემცირდება, თუმცა, დაბალი ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება.

კვირის ამბები