საზოგადოება
11.01.2022 13:34
გორის მერია მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა სტატუსის მქონე და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების მშობლებს ფინანსურად დაეხმარება
ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი შეეძინებათ, ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად დახმარება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, ფინანსურ დახმარებას გაუწევს იმ პირებსაც, ვისაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტატუსი აქვს, ან ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები ჰყავს.
GMnews-ის ინფორმაციით, მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე), ბენეფიციარებს 300 ლარი გადაეცემათ. 4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ - 500 ლარის ოდენობით გაიცემა. 5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე) კი, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე 200 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარებას, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) და სარეიტინგო ქულა 0-დან – 70 000 ის ჩათვლით აქვთ მინიჭებული, 500 ლარი გადაეცემათ; თუ სარეიტინგო ქულა 70 000-დან – 100 000 ის ჩათვლით აქვთ - 300 ლარი; 100 000-დან – 150 000 ის ჩათვლით კი, 200 ლარი;
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე - MS.GOV.GE
კვირის ამბები