საზოგადოება
11.01.2022 12:45
ბიზნესის სექტორისთვის სავალდებულო ტესტირების უფასო პროგრამა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა

ბიზნესის სექტორისთვის სავალდებულო ტესტირების უფასო პროგრამა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახევ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ტესტირების ჩასანაცვლებელ მოდელზე იმსჯელებს.

„1-ელ თებერვლამდე არის მიმდინარე პროგრამის ვადა გაგრძელებული. იანვრის ბოლომდე დამატებით ვიმსჯელებთ, რა მოდელით შეიძლება შეიცვალოს სავალდებულო ტესტირების პროგრამა. რაც შეეხება ,,მწვანე პასპორტის" სტატუსს და კრიტერიუმებს, ,,ომიკრონმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას.

მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ გაითვალისწინა „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა და იმ ქვეყნებში ვირუსის გადატანის სტატუსს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

„მწვანე პასპორტს“, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა კი ყოველთვის არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კვირის ამბები