საზოგადოება
11.01.2022 12:43
სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის სამი ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა სამი სხვადასხვა სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოზიციაზე ქერეს საჯარო სკოლა პედაგოგს ეძებს. განცხადების პირობების მიხედვით, სამუშაო გრაფიკი კვირაში მხოლოდ 2 საათიან დატვირთვას მოითხოვს.
კიდევ ერთი ვაკანსია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის პოზიციაზეა გამოცხადებული. შერჩეულ კანდიდატს კვირაში 19 საათიანი დატვირთვით, რისთვისაც ანაზღაურება 450-580 ლარი იქნება.
ხურვალეთის საჯარო სკოლა ასევე, III, IV კლასებში სამუშაოდ იწვევს
საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების საგნის პედაგოგსაც. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში მხოლოდ ერთ საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ.
ცნობისთვის, აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამივე ვაკანტურ პოზიციაზე მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 31 იანვარს ეწურებათ.
განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.
კვირის ამბები