თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროების შემთვევაში, სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.
„კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, რომ ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია დადგება საკითხი“, - განაცხადა ღიბრაძემ.