საინტერესო ამბები
11.01.2022 11:56
ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა გამოვლინდა, მთავრობამ „ლოქდაუნი“ გამოაცხადა

კოვიდ-19-ით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო, ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში მთავრობამ შეზღუდვების სამი დონე დააწესა.

The Guardian-ის ინფორმაციით, „ლოქდაუნის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება ეკრძალებათ.

სასურსათო პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის უფლება თითოეული ოჯახის ერთ წევრს ორ დღეში ერთხელ აქვს.

რეგულაციების ფარგლებში, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა პეკინის მიმართულებით. გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოსახლეობას ქალაქის დატოვების უფლებას არ აძლევენ.  

ქალაქ ტიანძინში, სადაც 14 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მოქალაქეების მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსის ინფიცირების 20 შემთხვევა დადასტურდა, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში კიდევ 20 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ამ დროისთვის, 14 მილიონიან ქალაქში კოვიდ-19-ის 40 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ,,ლოქდაუნის“ საფუძველი გახდა.

კვირის ამბები