გასული ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 129 073 ვიზიტორი ეწვია, არსებული სტატისტიკით, ყველაზე მეტი ტურისტი გორს ივლისში სტუმრობდა
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გასული წლის შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 9 656 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდპანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გასული ერთი თვის განმავლობაში 9 656-მა ტურისტმა გამოთქვა. რაც შეეხება ტურიზმის სეზონის გახსნიდან დღემდე შემოსული ვიზიტორების მონაცემებს, მიმდინარე წლის 3 მარტიდან 3 იანვრამდე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტს 129 073 ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ადგილობრივი დამთვალიერებელი გახლდათ 32 519 პირი, 96 554 კი - უცხოელი ვიზიტორი,“ - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სტატისტიკას გასული თვეების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტული ობიექტებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ივლისში სტუმრობდა.
მარტში - 1 654, აპრილში - 4 079, მაისში - 9 557, ივნისში - 11 670, ივლისში - 23 808, აგვისტოში - 22 505, სექტემბერში - 20 577, ოქტომბერში - 17 779, ნოემბერში კი - 7 750 ვიზიტორი სტუმრობდა.