საზოგადოება
10.01.2022 13:03
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, 10 იანვრიდან განახლდა. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.
,,დღეიდან, სააღმზრდელო პროცესი განახლდა იმ საბავშვო ბაღებში, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის, საკმაოდაა პატარებში გავრცელებული ვირუსული ინფექციები, დასწრების თავისუფალი რეჟიმი ისევ გაგრძელდა,“ - განაცხადეს GMnews-თან საუბრისასასკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კოვიდ19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო, სწავლის განახლების რეკომენდაცია 5 საბავშვო ბაღს არ მიეცა.
კვირის ამბები