საზოგადოება
10.01.2022 12:08
სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და „ომიკრონით“ ინფიცირების ზრდის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს ექნება ჰოსპიტალში განთავსების საშუალება, - ამიუს შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებუით, ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების მატება.

,,სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ, ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება „ომიკრონის“ შემთხვევები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კვირის ამბები