საზოგადოება
10.01.2022 11:59
უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე - ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ-ერთი მთავარი პროექტი წელს იქნება სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა.

„წელს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები