პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, კოვიდ-19-ის 959 874 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 912 443-ს შეადგენს.
პანდემიის პერიოდში ვირუსს საქართველოში 14 187 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 218, საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მართვით სუნთქვაზეა 275 პაციენტი.