საზოგადოება
10.01.2022 10:15
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეები დღეს დასრულდა

საქართველოში 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს ეხებოდა, კერძო სტრუქტრურებს კი გადაწყვეტილების მიღება თავად შეეძლოთ.

არდადეგები დღეს დასრულდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვისაც, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, შეგახსენებთ, რომ არდადეგები 17 იანვრამდე გრძელდება.

კვირის ამბები