საზოგადოება
06.01.2022 15:31
ვართ ე.წ. SOS მდგომარეობაში, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას - ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ მედიით განაცხადა.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, თუკი უფრო გაამკაცრებენ რეკომენდაციების დაცვას, უფრო მარტივად გავივლით „ომიკრონს“.

„ე.წ. SOS მდგომარეობაში ვართ და ეს SOS მდგომარეობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რეკომენდაციების გათვალისწინება. თუკი უფრო გაამკაცრებს მთავრობა რეკომენდაციების დაცვას, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გავივლით „ომიკრონს“. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას. სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ.

მეც ისეთი მართლმადიდებელი ვარ, როგორც თქვენ და გილოცავთ დამდეგ შობას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ამ სიტუაციას მეტ-ნაკლებად სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს. ჯერჯერობით, ეკლესიის კლასტერი არ გამოჩენილა და იმედი მაქვს, რომ არასდროს არ იქნება“, - განაცხადა  ტაბიძემ.

კვირის ამბები