საზოგადოება
06.01.2022 15:21
„ომიკრონის“ ელვისებური გავრცელებიდან გამომდინარე, იანვარის მეორე ნახევრიდან, შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზრდება - ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 31 % არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

,,საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, იანვარის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით.

სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა, არ მძიმდება. საქართველოში კი  მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 31 % არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კვირის ამბები