საზოგადოება
06.01.2022 12:33
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე გიორგი შათირიშვილი დაინიშნა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედით, გიორგი შათირიშვილი სხვადასხვა წლებში, საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა.

„ძალისხმევას არ დავიშურებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაღების კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სააგენტოს ლიანა კოვზიაშვილი მართავდა.

კვირის ამბები