იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდა და 15 ივნისამდე იმოქმედებს.
როგორც ცნობილია, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 6 756 035 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 138 276 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ცნობისთვის, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ასევე სავალდებულოა მასწავლებლებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ხოლო გასული წლის ოქტომბრიდან ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესვლამდე ვაქცინაციის საბუთის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება უწევს.