საზოგადოება
05.01.2022 14:19
სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელსაქაშეთის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 150-200ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 8 იანვარს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 17 იანვრიდან შეუდგება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები