საზოგადოება
05.01.2022 11:00
საქართველოში კოვიდ-19-ის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 041 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 834, საიდანაც 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 115 პირი.

კვირის ამბები