საზოგადოება
04.01.2022 11:11
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოპრონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ვირუსით ინფიცირების 3 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 942 173-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 009 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 235, საიდანაც 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 111 პირი.

კვირის ამბები