საზოგადოება
04.01.2022 10:59
4 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი

4 იანვარს გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმისა და თოვლჭყაპის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის საათებში +4 გრადუსს მიაღწევს. ნალექი შენარჩუნდება ღამის საათებშიც.

დღეს, 4 იანვარს, 12-დან 17 საათამდე ნავარაუდევია პერიოდულად წვიმა, 17 საათიდან კი - თოვლჭყაპი.

5-დან 8 იანვრის ჩათვლით კი გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მოიმატებს და დღისით +5, +9 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი კვლავ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა -2, -4 გრადუსის ფარგლებში.

კვირის ამბები