თანამედროვე რეჟისორები - დავით ჩხარტიშვილი და ნიკა ლუარსაბიშვილი სასცენო ხელოვნებისმოყვარულებს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟებიან.
ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა „საშობაო სიმღერა“, გ. ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე 5,6, 8,9, 10,11 და 12 იანვარს გათამაშდება.
„ამბავი, რომელიც დიდი ხნის წინ ნისლიან და თოვლიან ლონდონში მოხდა. თქვენ იხილავთ შობის დღესასწაულის იდუმალებით მოცულ თავგადასავალს, როგორი ჯადოსნური გზებით გარდაისახა ბებერი, გულქვა და ძუნწი კრედიტორი ებენეზერ სკრუჯი გულკეთილ და მოსიყვარულე ადამიანად“, - ამბობენ ერისთავის სახელობის თეატრის დასის წევრები და მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა როგორც სალაროში, ასევე ონლაინ - biletebi.ge - ზე შეგიძლიათ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი