სამართალი
06.12.2019 13:20
პორნოხასიათის სურათებს არასრულწლოვნებს ტანსაცმლის გამოცვლისას უღებდნენ - ბრალდებულის ადვოკატის ვერსია
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ იყო პირდაპირი პორნოხასიათის გადაღებები. სავარაუდოდ, ბავშვებს ამგვარ ფოტოებს მაშინ უღებდნენ, როდესაც ხდებოდა ტანსაცმლის გამოცვლა და ისინი გახდილ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდების საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთის, გორში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის უფლებადამცველი ბონდო ვათიაშვილი.
GMnews-ის შეკითხვაზე, ეკითხებოდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა არასრულწლოვან გოგონას ფოტოსესიის შესახებ, დაკავებულის ადვოკატი პასუხობს, რომ ბავშვები ვერ აცნობიერებდნენ რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, გუშინ კიდევ 11 პირი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კვირის ამბები