ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 2 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 934 741-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 800 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა - 188, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი -115, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 600, საიდანაც 4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 191 პირი.