საქართველოში, უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების თქმით, კორონავირუსის ეს ვარიანტი გავრცელების გაცილებით სწრაფი მაჩვენებლით გამორჩევა და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
„ომიკრონი“ უკვე გამოჩნდა რეგიონებშიც, GMnews-ი დაინტერესდა, გამოვლინდა თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი გორის მუნიციპალიტეტში. როგორც „გორის მაცნეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენს სამსახურს არ მოეწოდება ინფორმაცია ცალკეული შტამების გამოვლენის შესახებ, თუმცა, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ გორის მუნიციპალიტეტში უკვე ცირკულირებდეს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ მარი გიუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონი“ რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, პაციენტებს მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და როგორც საზოგადოებრვი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მოძიებული იყო ყველა კონტაქტი და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.