„აიცერი და მოიგე“ - საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება 13 სექტემბერს დაიწყო. გასული პერიოდის განმავლობაში, ფულადი პრიზი 17 055-მა ვაქცინირებულმა მოქალაქემ მიიღო, რაც შეეხება გათამაშებულ თანხას, ჯამში 2 700 000 ლარი გათამაშდა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული დროის განმავლობაში, ყოველდღიურად თამაშდებოდა 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად კი - 1000-დან 10 000 ლარამდე. რაც შეეხება შემაჯამებელ გათამაშებას, დღეს, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.