საზოგადოება
30.12.2021 15:26
საახალწლოდ გორის მერია ახალგაზრდების მიერ შექმნილ ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს დაარიგებს

მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს, საახალწლოდ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გორელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ ინოვაციურ, ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს.

ახალგაზრდებმა ინოვაციური თოვლის ბაბუები და წიგნები გორის მერიისა და ა(ა)იპ ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში შექმნეს.

წიგნის პერსონაჟები კომპიუტერულ თამაშში ცოცხლდებიან, ხელით შექმნილი თოვლის ბაბუა კი ქართულად ალაპარაკდება და პატარებს ახალ წელს მიულოცავს.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ციფრული აზროვნებისა და უნარების განვითარებას. გორიელმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ზღაპრის გმირებისა თუ ანიმაციური პერსონაჟების გრაფიკაში გაცოცხლებას. პროექტის ფარგლებში 14-29 წლის ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები და პროექტის ფარგლებში თავადვე დასაქმდნენ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და მათ არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები