საზოგადოება
30.12.2021 13:03
ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ფინანსურად დახმარება
გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ფინანსურად დახმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, ზემოხსენებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს,
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების დახმარება, წელიწადში ერთხელ, 300 ლარის ოდენობით გაიცემა. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ ვეტერანები კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) 300 ლარს მიიღებენ.
თანხის ანალოგიურ ოდენობას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება კი, რომელიც „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით გაიცემა (17 ოქტომბერი), 200 ლარს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.
კვირის ამბები