საზოგადოება
30.12.2021 12:59
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის ბაღების აღსაზრდელებს, საახალწლოდ, სასურსათო პაკეტები გადაეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ცხრა დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი სასაჩუქრე პაკეტი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული 64 საბავშო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროდუქტების გაცემა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით მოხდა. პროდუქტის გაცემის პროცესს სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი, მერის მოადგილესთან, თამაზ შიოშვილთან ერთად აკვირდებოდა.
კვირის ამბები