საზოგადოება
30.12.2021 11:56
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, 2021 წელს რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეაჯამეს, ასევე განიხილეს მომავალ წელს დაგეგმილი აქტივობები.

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელბთან ერთად, რეგიონის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს.

კვირის ამბები