საზოგადოება
30.12.2021 11:03
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 893 064-მდე.

ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 758 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 793, საიდანაც 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 211 პირი.

კვირის ამბები