საზოგადოება
30.12.2021 10:56
ცხადი მოცემულობა იყო, რომ როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა - დავით სერგეენკო სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობის შემდგომ, 20 ნოემბრიდან მკურნალობა გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში უტარდებოდა, სამედიცინო დაწესებულებიდან წუხელ კვლავ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე კომენტარი გააკეთა ,,ქართული ოცნების" წევრმა დავით სერგეენკომ.

„თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.

მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

კვირის ამბები