საზოგადოება
29.12.2021 13:39
იუსტიციის სახლი პირველიდან 10 იანვრის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
იუსტიციის სახლი პირველიდან 10 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულ უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - აღნიშნულ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„ამ პერიოდში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები მხოლოდ პირველ და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ იუსტიციის სახლში.
კვირის ამბები