სპორტი
27.12.2021 18:02
გამორჩეული გორელი სპორტსმენები, გუნდები და მათი პირადი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ

27 დეკემბერს, გორის სპორტის სასახლეში, წლის შემაჯამებელი სპორტული ღონისძიება ჩატარდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ საღამოზე 2021 წლის სპორტული შედეგების მიხედვით გამორჩეული სპორტსმენები, გუნდები და მათი პირადი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ.

ნინდინარე წელს, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ სამ ვერცხლის მედალს, რომელიც ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და გენო პეტრიაშვილის ანგარიშზეა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, როგორც დიდებში, ისე ასაკობრივ კატეგორიებში კიდევ ათზე მეტმა სხვა სპორტსმენმა დაუმატა სხვადასხვა სინჯის მედალი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადრე, დიდ შეჯიბრებებზე გორიდან, ძირითდად, საჭიდაო სახეობის სპორტსმენები გამოირჩეოდნენ, ახლა კი, გორს კარგი შედეგები  აქვს სპორტის არაერთ სახეობაში.

დაჯილდოების ცერემონიას წლევანდელი სეზონის შედეგებით წარმატებული ყველა გორელი სპორტსმენი ესწრებოდა.   

სპორტსმენები და მწვრთნელები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავთ რაზმაძემ, აგრეთვე ქალაქში სპორტის მესვეურებმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა დააჯილდოვეს.

კვირის ამბები