გორის მუნიციპალიტეტის მერია დედ-მამით ობოლ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ფინანსურად დაეხმარე
გორის მუნიციპალიტეტის მერია დედ-მამით ობოლ ბავშვებს გარკვეული თანხით დაეხმარება, ადგილობრივი თვითმმართველობა ასევე დააფინანსებს ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულების ნაწილსაც.
GMnews-ის ინფორმაციით, ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება 350 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება კი,
წელიწადში ერთხელ - 500 ლარის ფარგლებში განხორციელდება. რაც შეეხება
დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, მათზე წელიწადში ერთხელ 1000 ლარი გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.