საზოგადოება
29.12.2021 11:09
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 61 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა2 711 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში საქართველოში ვირუსს 13 707 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 078, საიდანაც 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 231 პირი.

კვირის ამბები