საზოგადოება
29.12.2021 10:26
საჯარო სკოლებში დღეიდან ზამთრის არდადეგები იწყება

საჯარო სკოლებში დღეიდან ზამთრის არდადეგები იწყება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. 

უწყების ცნობით, სამინისტროსთან შეთანხმებით, კერძო სკოლები ზამთრის არდადეგებს თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები ასევე 29 დეკემბრიდან იწყება და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს.

კვირის ამბები