საზოგადოება
28.12.2021 13:16
ხელთუბნის საჯარო სკოლაში უცხოური ენის მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლა უცხოური ენის (რუსულის) მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 11-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII, IX, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 250-850 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 30 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 17 იანვარია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები