ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მთლიანობაში კორონავირუსის 928 030 შემთხვევაა დადასტურებული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 888 022-მდე.
სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 275 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის,. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, Stopcov.ge-ს ცნობით, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის - 5.74% ხოლო 7 დღის - 5.02%.