„კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიცირებს გორის მერიისგან საახალწლო ნობათები გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიცირებს საახალწლო ნობათები გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, სასურსათო პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გადასცა.
„საჩუქრების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მოგეხსენებათ, გორის მერია წლებია თანამშრომლობს „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრთან“. უწყება „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამებს აფინანსებს, სადაც აქტიურად არიან ჩართულები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.