საზოგადოება
27.12.2021 15:26
საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლი შეადგენს
2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. GMnews - ის ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს. რაც შეეხება ქვეყნებს სადაც ქართული ხილი გავიდა, გეტყვით რომ საქართველოდან ვაშლის ექსპორტი, თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი კი, სომხეთში განხორციელდა.
უნდა აღინიშნოს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, 700 ჰექტარი პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლში გაშენდა.
კვირის ამბები