საზოგადოება
27.12.2021 13:40
წარმატებულ გორელ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს დააჯილდოვებენ
გორში წლის სპორტული ღონისძიება გაიმართება, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს დააჯილდოვებენ.
ღონისძიებას გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნებიან
ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც.
კოვიდრეგულაციების დაცვით, ღონისძიება დღეს, 27 დეკემბერს, 15:30 საათზე გაიმართება.
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები