ვინ და რა სახის დახმარებით ისარგებლებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით
გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას 2022 წელსაც სთავაზობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შემდეგი სახის დახმარებებს ითვალისწინებს:
ონკოლოგიური პაციენტების დახმარება: სამედიცინო კვლევა - წლის ლიმიტი 500 ლარი, სტაციონარული მკურნალობა - წლის ლიმიტი 500 ლარი;
ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა: წლის ლიმიტი 500 ლარი;
ზემოხსენებული ჯანდაცვის პროგრამა, ასევე, ნაწილობრივ ფარავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით) სამედიცინო დახმარების ხარჯებსაც: სამედიცინო კვლევა- წლის ლიმიტი 400 ლარი; სტაციონარული მკურნალობა - წლის ლიმიტი 500 ლარი.
რაც შეეხება მედიკამენტებით სარგებლობის მუხლს, სადაც წლის ლიმიტი 200 ლარია ისარგებლებენ: ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები; ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანები და თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა, სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42*) მქონე პირები, რომელთაც სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით ექნებათ.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.