საზოგადოება
24.12.2021 12:23
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ხუთი საკითხის განხილვა.
პირველ საკითხად დეპუტატები „გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ“ დადგენილების პროექტს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ მერიის, სხვა საჯარო მოხელეების, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ.
რაც შეეხება ბოლო საკითხს, საკრებულოს წევრები, „გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტს“ განიხილავენ.
კვირის ამბები